გიმნაზია


1830 წლის 1 მარტს თბილისის კეთილშობითა სასწავლებელი გადაკეთდა 5- კლასიან გიმნაზიად. ეს უკანასკნელი ორად გაიყო: სათავადაზნაურო და კომერციულ გიმნაზიად, თუმცა 1854 წლის 18 იანვრიდან კვლავ შეერთდა და ახალი სახელი - თბილისის საგუბერნიო გიმნაზია ეწოდა.

1851 წელს , რაევსკი-ჰაკეს სამწლიან პანსიონატდამთავრებული ილია ჭავჭავაძე პირდაპირ თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში მიიღეს.
მალე დედით ობოლ ილიას მამაც გარდაეცვალა და ამ სულიერ განცდებს თან დაერთო უკიდურესი მატერიალური გაჭირვება. ამ დროს სასწავლო საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიიღო და გიმნაზიის მე-4 კლასში დატოვეს. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიამ მდგომარეობა საგრძნობლად გამოასწორა.
საკმარისია ითქვას, რომ სხვადასხვა დროს აქ სწავლობდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილი, გრიგოლ ორბელიანი, მ. მუთანიშვილი და სხვ. ხოლო ილიას შემდეგ ამ სკოლიდან გამოვიდნენ პეტრე მელიქიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი.
ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა 1851-1856 წლებში. ამ დროს გიმნაზიის დირექტორია კარლ ლეონტის ძე ჩერმაკი.
არსებობს ცნობა, რომ ილიას სწავლის დროს თბილისის გიმნაზიის სცენაზე იმართებოდა მოწაფეთა სპექტაკლები, ხოლო ილიას და ი. პოლტარაცკის დაარსებული ჰქონდათ თავისი სამოწაფეო წრე. გიმნაზიელი ილია თურმე საოცარი მოკრძალებით და თავაზიანობით გამოირჩეოდა. სწავლის პერიოდში ილიას ფიქრიანი და მყუდრო ასტეკური ცხოვრება იზიდავდა.


წყარო

No comments:

Post a Comment