ვისი ცხოვრებაც სიმბოლოა




ცნობილია, რომ კითხვაზე, - ვინ არის მწერალი, თომას მანმა ასეთი პასუხი გასცა:ის, ვისი ცხოვრებაც სიმბოლოა!
ამ სიტყვების მარადიული ჭეშმარიტების შესანაშნავი მაგალითია ილია ჭავჭავაძე.მისი ცხოვრება არა მხოლოდ ქართველი მწერლის,არამედ საერთოდ ქართველი ხალხის ისტორიული ცხოვრების, სამშობლო ქვეყნის წარსულის,აწყმოს და მომავლის სიმბოლოდ იქცა!
ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას არაერთი ფუნდამენტური მონოგრაფია, გამოკვლევა თუ დოკუმენტური პროზის ნიმუში მიეძღვნა, მაგრამ, ვფიქრობთ გასაკეთებელი მაინც კიდევ ბევრია...ილია ჭავჭავაძის მიმართ თავისუფლად შეგვიძლია გავიმეოროთ ა.მორუას მიერ ბალზაკზე თქმული სიტყვები:”მას სწავლობენ და მომავალშიც კვლავ გამოიკვლევენ ,როგორც სწავლობენ და იკვლევენ მთელ სამყაროს,რადგან იგი თვითონ არის მთელი სამყარო.”
თავად ბუმბერაზი იაკობ გოგებაშვილი ამბობს:”იქნება არც ერთ მსოფლიო გენიოსს არა ჰქონდეს იმოდენა მსოფლიო მნიშვნელობა თავის ერისთვის ,რამოდენაც აქვს ილია ჭავჭავაძეს საქართველოსთვის.ეს უმაგალითო მნიშვნელობა დამოკიდებულია ,ერთი მხრივ ილიას განსაკუთრებულ ნიჭზე, მეორე მხრივ ჩვენი ქვეყნის დაცემაზე.
თუ ქართველი მწერალი მგოსანია, საკმარისი არ არის იგი გენიალური პოეტი იყოს - უკიდურესად საჭიროა, რომ ის გენიალური პოეტი იყოს აგრეთვე გენიალური მოძღვარი და პედაგოგი თავისი ერისთვის,სწორედ ასეთია ილია.ყველა მის ქმნილებაში გაისმის მაღალნიჭიერი ქადაგება უმაღლესი ეთიკისა, საქვეყნო ღვაწლისა, თავდადებულობისა ,მადლისა, სიყვარულისა და ყველა ეს განხორციელებულია საოცარი სიტყვაკაზმულობით.”
ილია თითოეული ადამიანისთვის იყო განხორციელებული ჭეშმარიტება, უეჭვო და ხელშეუვალი, როგორც საქართველოს ჭირისუფალი, დიდი მოღვაწე,  მოაზროვნე მწერალი, სამშობლოსათვის მარად მზრუნველი, რომლის აზრი, სიტყვა და სურვილი უდაოდ ბატონობდა ყველგან, ყოველასა და ყველაფერზე. ილია არის ყოვლის მცოდნე ენციკლოპედისტი:წარსულის დიდი მცოდნე, აწმყოს ყოველმხრივ მცნობი და მომავლის განმჭვრეტი, წინასწარმეტყველი.

No comments:

Post a Comment