სიმართლის ძიებაში


ილია ჭავჭავაძის კვლელთა ძებნა იმ დღესვე - 1907 წლის 30 აგვისტოს დაიწყო.
პირველი კვლევა ჩაუტარებია დუშეთის მაზრის უფროს ყარამან ფაღავას. 1 სექტემბერს საქმის გამოძიებას შეუდგა თბილისის საოლქო სასამართლოს უმნიშვნელოვანეს საქმეთა გამომძიებელი ილიაშენკო.
მკვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ ილიას მოსამსახურეები - გიგოლა მოძღვრიშვილი და პავლე ფშავლიშვილი.
ყ. ფაღავას 6 სექტემბერს წინწსწარ პატიმრობაში აუყვანია გიგოლა მოძღვრიშვილი. მკვლელობაში ეჭვმიტანილი იყო დიმიტრი ჯაში. ილიას კიდევ ორი მკვლელის ვინაობა დაადგინეს. ესენი აღმოჩნდნენ ახატნელი გიგლა ბერბიჭაშვილი და საგურამოს ყოფილი მამასახლისი ივანე  ინაშვილი.
1907 წლის 16 დეკემბერს საკმარისი სამხილების უქონლობის გამო გაათავისუფლეს დიმიტრი ჯაში.
1908 წლის 8 თებერვალს თბილიში დაიჭირეს პავლე ფშავლიშვილი, რომელსაც უთქვამს :,,მე მაღლობზე ვიდექ და ვდარაჯობდი, როდის გამოივლიდა ილია ჭავჭავაძის ეტლი. როდესაც ეტლი გამოჩნდა, მე დავისტვინე. ივანე ინაშვილი და სხვები დაემზადნენ. ეტლი შეაჩერებინეს და პირველად ჭავჭავაძეს ტყვია ინაშვილმა დაახალა.”
1908 წლის 28-29 ნოემბერს შედგა კავკასიის საოლქო - სამხედრო სასამართლო, რომელმაც ილიას მკვლელებს - თედო ლაბაურს, გიგოლა მოძღვრიშვილს და გიორგი ხიზანაშვილს ჩამოხრჩობა მიუსაჯა.დანარჩენი მკვლელები - გიგლა ბერბიჭაშვილი, პავლე ფშავლიშვილი და ივანე ინაშვილი კვლავ ემელებოდნენ მართლმსაჯულებას.მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვინმე იმერელი თბილისში რევორველის ტარებისთვის დააპატიმრეს და გადაასახლეს რუსეთში.

2 comments:

  1. გიგოლა ბერბიჭაშვილის შვილი პირველ სკოლაში სწავლობდა, დიდ შესვენებაზე საჭმელს მიირთმევდა სპეცსასადილოში და იკვეხნიდა, რომ მამამისმა მოკლა ილია. ეს ხდებოდა საბჭოთა საქართველოში. ილიას ბიოგრაფებო, ჩაწერეთ ასეთი ფაქტები თქვენს ნაშრომებში - საზოგადოებისათვის ყველაფერია ცნობილი.

    ReplyDelete
  2. მართალია ეგ ბავშვი და ეხკა წავიკითხე და გავიგე ყველაფერი

    ReplyDelete