გოეეს ეს სიტყვები იშვიათი სიზუსტით ესადაგება ილია ჭავჭავაძის ცხოვრების ტრაგიკულ აღსასრულს!
ილია ჭავჭავძის მოწამებრივი სიკვდილი ერის ზნეობრივი და სულიერი წვრთნის მარად უკვდავი მაგალითია და მისი დავიწყება არცეთ თაობას არ ეპატიება!
მართალია, ეს შემზარავი მკვლელობა მე-20 საუკუნეში მოხდა, მაგრამ იგი მხოლოდ ამ საუკუნეს არ ეკუთვნის, იგი მარტო ამ საუკუნით არ მთავრდება: წიწამურთან მომხდარი საუკუნის მკვლელობა თაობიდან თაობას, საუკუნიდან საუკუნეს გადაეცემა და ერის სამსახურში მუდამ ფხიზლად ყოფნის, მისი საუკეთესო იდიალებისთვის თავდადების დაუვიწყარ გაკვეთილად რჩება! თუმცა, ილიას სიდიადე მარტო ეროვნულობის ფარგლით არ გაიზომება. ქართულმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ეროვნულთან ერთად ილიას ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი წარუვალი მნიშვნელობა!
...წიწამურის ტრაგედიის საიდუმლოება დღემდე ბევრ მკვლევარს აღელვებს და მომავალშიც, ალბათ, არაერთი პირუთვნელი მეისტორიეს ფიქრისა და ინტერესის საგანი იქნება.
No comments:
Post a Comment