საქართველოში დაბრუნება


1861 წლის გაზაფხულზე, აპრილში ილია ჭავჭავაძემ დატოვა პეტერბურგის უნივერსიტეტი და საქაეთველოში გამოემდზავრა. სამშობლოში მომვალ ჭაბუკ პოეტს ეშინოდა გაუცხოების და ბუნებრივი და გასაგებია მისი გულის ჩქროლვა:”როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე-ვიფიქრე.რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?...ჩემს სიტყვას გავაგებინებ ,იმიტომ,რომ, შვილის სიტყვა მშობელს ყოველთვის ესმის...შენმა ქვეყანამ საქმე რომ მოგთხოვოს, მაშინ რასა იქმ?...”
საქმე მართლაც რომ დიდი ელოდა ილიას თავის ქვეყანაში:ბრძოლა, ერთის მხრივ, ბატონყმობის მოსასპობად და მეორეს მხრივ,  ეროვნული თავისუფლების მოსაპოვებლად.
სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად ილიას აღაფრთოვანებდა რუსეთის მაგალითი:ილია ჯერ კიდევ პეტერბურგში იმყოფებოდა, როცა 1861 წლის თებერვალ- მარტში რუსეთში ბატონყმობა ოფიციალურად გადავარდა, საქართველოში კი მსგავსი ისტორიული აქტის მოხდენამდე ჯერ კიდევ ოთხ წელს უნდა გაევლო.

3 comments:

  1. რა ენის ხართ ხალხნო ჰა წერაც არ იცით აღუები ხართ ვინც ეს დაწერა





    ReplyDelete
  2. იდიოტები ხართ ჰა

    ReplyDelete
  3. წერას გასწავლით თუ გინდათ კაი ისედაც მასწავლებელი ვარ და ბავშვებს ვასწავლი კაი მოდით 43 საჯარო სკოლაში ტიციან ტაბიძის არის

    ReplyDelete